23.მარტი .2020 15:12

"პრემიერმა პირადად დაგვიბარა" - გახარია ბიზნესმენებს ხვდება

views 1206
უკან

ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესმენებს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდა „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია, Georgia Real Estate Holding-ის ხელმძღვანელი ირაკლი ბურდილაძე, ასევე, ბიზეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ა.შ.

„პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან ბოლო დღეებში ხშირი შეხვედრები გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო. პირადად ვარ მომხრე, როგორ ვითარებაში უწევთ მათ გადაწყვეტილებების მიღება. ბიზნესი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენ გასულ კვირაში შევთავაზეთ მთავრობას ჩვენი ხედვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით, მეორე დღეს პრემიერმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ახლაც გვაქვს წინადადებები და ვეტყვით პრემიერს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე გამოწვევები არ დაიძლევა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა