16.აგვისტო .2019 21:35

"პრემიერმინისტრი თქვენი ტურისტული გიდია" - სომხეთის ახალი პიარ-კამპანია

views 230
უკან

საქართველოს მეზობელი სომხეთი, ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვის კამპანიას აქტიურად აწარმოებს. 

ამჯერად სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, პროექტის "თქვენი გიდი - პრემიერი" -ს ფარგლებში ამავე სახელწოდების ვიდეო კლიპი დაამზადეს. როგორც სომხური მედია ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ვიდეო-რგოლი უცხოელი ტურისტების მიზიდვის სტიმული იქნება. 




აღსანიშნავია, რომ კამპანიაში პრემიერი ნიკოლ პაშინიანია ჩართული. ქვეყნის მთავრობის მეთაური უცხოელ ვიზიტორებს ქალაქში გასვლით ექსკურსიებს უწყობს. გუშინ პაშინიანმა ჰოლანდიელ და რუს სტუმრებს ერევნის ტურისტული სანახაობები დაათვალიერებინა.




ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წინასწარ მომზადებული მარშრუტის მიხედვით, პაშინიანმა ტურისტული ავტობუსით ვიზიტორები ქალაქის ძველ უბანში გაასეირნა, შემდეგ, ქალაქის არქიტექტურა გააცნო, ბოლო გაჩერება კი მთავრობის სახლი იყო, დამთვალიერებლებს პაშინიანმა ექსკურსია შენობაშიც მოუწყო,  რის შემდეგაც, სომხეთის მეღვინეთა და მევენახეების ფონდმა სპეციალურად უცხოელი დამთვალიერებლებისთის სომხური ღვინის დეგუსტაცია მოაწყო. ექსკურსია-ტურის დასრულების შემდეგ, პრემიერმა პაშინიანმა სტუმრებს სპეციალური, ორნამენტებით დამზადებული სუვენირები გადასცა