09.სექტემბერი .2019 17:12

"პრობლემაა ივანიშვილი- გახარია წინამორბედთა მსგავსად, დამოუკიდებლად ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს"

views 458
უკან

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებები შეაფასა. ასლი ამბობს, რომ გიორგი გახარია მისი წინამორბედი პრემიერ-მინისტრების მსგავსად, თავად გადაწყვეტილების მიმღები ვერ იქნება, ხოლო ქვეყანაში არსებული პრობლემების სათავეს კი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს. 

"უწინარეს ყოვლისა გეტყვით, რომ მე პირადად ვიცნობ გიორგი გახარიას და შემიძლია ვთქვა, რომ ის ჭკვიანი კაცია, თუმცა გეტყვით, რომ პრობლემა არა გიორგი გახარიაში, არამედ ბიძინა ივანიშვილში მდგომარეობს. თავად გიორგი გახარია მისი წინამორბედების მსგავსად, ბევრს არაფერს არ გადაწყვეტს.

მეშვიდე წელია ვხედავთ ქვეყნის არასწორ მენეჯმენტს. წინ ურთულესი 13 თვე გველის, ეს ჩემი აზრით, სამოქალაქო ომის შემდგომ ქვეყანაში ურთულესი 13 თვე იქნება.

რასაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვხედავთ, ცხადია არის ივანიშვილის მცდელობა თავიდან მოიშოროს მამუკა ხაზარაძე, როგორც მისი პოლიტიკური ოპონენტი. შესაბამისად ამ მიზნის მისაღწევად ის მთავარ პროკურატურას იყენებს.

მეტიც მთავარი პროკურორი მისი ყოფილი პირადი იურისტია. შესაბამისად დღეს პროკურატურა, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტები პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს წარმოადგენს, ასე ქვეყნის მშენებლობა არ ხდება,"- ამბობს ასლი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა