მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრობლემაა ქეში და ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალიანი გარიგებები" - "ჯორჯინ ბეიქერსი"

5f69d1da5c7b8
ინგა მურუსიძე
22.09.20 19:43
942
"ჯორჯიან ბეიქერსი“ ერთ-ერთია იმ იმპორტიორებს შორის, რომელთა საქმიანობაზეც ლარის გაუფასურება გავლენას საკმაოდ სწრაფად ახდენს. „საქმის კურსთან“ საუბარში კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც ბიზნესს ლარის რყევების გამო ექმნება. მიხეილ ფარულავას თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფსურება ზარალიან გარიგებებს იწვევს. პრობლემებს შორის იმპორტიორი ნაღდი ფულის დეფიციტსაც ასახელებს.

„ჩვენ ვართ ქართველი მწარმოებლები, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებულ მწარმოებლებს სუსტი ვალუტა უნდა აწყობდეთ, მაგრამ ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ეკონომიკა გვაქვს. აქ არ გვყავს ბევრი ისეთი კომპანია, ვინც მხოლოდ ექსპორტზე მუშაობს. გარდა ამისა, ნედლეულის 80% იმპორტირებულია. ჩვენთან არ არის ისეთი ტექნოლოგიური განვითარება, რომ მიუხედავად იმპორტირებული პროდუქტისა, ისეთი ნოუ-ჰაუებით ვიყოთ გაჯერებული, რომ ამ პროდუქციის საინტერესოდ გადამუშავებას ვახდენდეთ და მიმზიდველები ვიყოთ“, - განაცხადა ფარულავამ.

მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა ალბათ ისევ და ისევ პანდემია და მისი შედეგია - ქვეყანაში არ შემოდის ტურისტი, კლებადია ინვესტიციები, შემცირდა ექსპორტი, ხოლო დონორებისგან მიღებული საგარეო ვალი შედის ბიუჯეტში, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით ხარჯავს. 

„ამ ყველაფრის მიხედვით სტიმულირდება პროდუქციის რეალიზაცია, გაყიდულ პროდუქციას და მარაგებს კი უნდა შევსება; როდესაც საქმე გვაქვს ეკონომიკურ ზრდასთან და ამ ვითარებაში იზრდება ფასები, ეს ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ახლა ეს პროცესი არის ხელოვნური. შესაბამისად, ძალიან დიდი რისკის მატარებელია ბიზნესისთვის. ჩვენც აღარ გვაქვს რესურსები, თუნდაც ერთთვიანი, ამიტომ მწარმოებლები ზოგიერთ ქსელზე ვამბობთ უარს, გაყიდვის ზოგიერთ არხს ვცდილობთ სხვა პირობებით ვემუშაოთ, შესაბამისად, ეს გადატვირთვა ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელს ამცირებს, რადგან პრობლემაა ნაღდი ფული და ზარალიანი გარიგებები, რომელიც ლარის კურსთან არის დაკავშირებული“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.