მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროდუქტებზე ფასები იმდენად ხშირად იცვლება, რომ დახლზე მისი დროული ასახვა ვერ ესწრება"

6077fb60c4206
BM.GE
16.04.21 00:12
1177
რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, მირანდა მანჯგალაძის თქმით, პროდუქტებზე ფასების ცვლილება იმდენად ხშირია, რომ დახლზე მისი დროული ასახვა ვერ ესწრება, რაც სალაროსთან მისული მომხმარებლის გაღიზიანებას იწვევს.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ფასის გაძვირებაზე, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება და ლარის გაცვლითი კურსი, მეორე მხრივ კი ადგილობრივ ბაზარზე ბიზნესის გაზრდილი ხარჯი ახდენს.

„იზრდება იმპორტის ფასი, დოლარის გამო ფასი არ არის მყარი, რაც, ცხადია, პროდუქტს აძვირებს. ასევე საწვავის თემა, ლოგისტიკურად ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან მოსულ პროდუქტს, რომელიც უკვე გაძვირებულია, ვახვედრებთ მაღალ კომუნალურ ხარჯებს და ეს ჯამში აისახება ფასის ცვლილებაზე.

მოხშირდა სიტუაცია, როდესაც მომხმარებელი დახლთან მიდის და მას ხვდება არასწორი ფასი, პირობითად დახლზე აწერია 1.60 ლარი და სალაროსთან გატარდა 1.80-ად, მომხმარებელი ღიზიანდება და გვესმის მათი აბსოლუტურად, იმიტომ რომ კონკრეტული ბიუჯეტით შემოდის და აღმოჩნდა, რომ სალაროსთან უფრო მეტი ღირს. რა ხდება რეალურად ამ შემთხვევაში, ფასი იცვლება პროგრამულად, პროგრამულად შეცვლილი ფასი ავტომატურად ცვლის სალაროსთან ფასს, მაგრამ ხელით უკვე ადამიანი ცვლის დახლზე, შესაბამისად, ფასი შეიძლება შეიცვალოს პირობითად 1,2 ან 5 სთ-ის წინ და თანამშრომელმა ვერ მოასწროს დახლზე ცვლილება, ადამიანური ფაქტორი ირთვება, ამიტომ ალბათობა შეცდომების დაშვების ხშირია იმიტომ, რომ ფასები მერყეობს. ეს პრობლემა გახშირდა და მომხმარებლის მხრიდან მოდის აგრესია თანამშრომელზე, რომელიც არაფერ შუაშია", - განაცხადა მანჯგალაძემ.