მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას" - პრემიერი IMF-თან ახალ შეთანხმებაზე

624ab04b73ab0
BM.GE
04.04.22 12:43
472
გასულ კვირას, პარასკევს, საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოვაწერეთ ხელი, გაფორმდა ახალი შეთანხმება სავალუტო ფონდთან და ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნება 3-წლიანი პროგრამა, 289 მლნ აშშ დოლარის მოცულობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, რეფორმების განგრძობადობასა და ფონდის მხრიდან მათ მხარდაჭერას.

„ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის მინისტრებს, სამინისტროებს, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ, რათა მაქსიმალურად ეფექტური პროგრამა დამტკიცებულიყო. ეს შეთანხმება შეგვძლია ფაქტობრივად მივიჩნიოთ როგორც პრევენციული დაზღვევის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, დაფინანსება განხორციელდება მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ეკონომიკა აღნიშნული საჭიროების წინაშე დადგება. პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და რა თქმა უნდა, რეფორმების განგრძობადობას და ფონდის მხრიდან მათ მხარდაჭერას,“- აღნიშნა პრემიერმა.