მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური პრობლემები აქვს" - გახარია

5ef5b9589c52a
ინგა მურუსიძე
26.06.20 13:00
1162
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს ეფექტურად, მაგრამ არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გრძელდება კერძო სექტორის მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამებით. ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, „აწარმოე საქართვეელოში“ მუშაობს ეფექტურად, არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები. საერთოდ, ამ სისტემების ფრონტ ოფისის სტრატეგია იცვლება. ეს პროგრამები უკვე მივა თითოეულ მოქალაქემდე, თითოეულ დასახლებულ პუნქტში. ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი აიღოს თავის თავზე გარკვეული ეკონომიკური რისკები, დაიწყოს ბიზნესი, დაასაქმოს ოჯახი, მეზობლები - ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა თბილისში ჩამოუსვლელად, თავის რაიონში მიიღოს იგივე სერვისები, რომელსაც სახელმწიფო აწვდის მას ამ პროგრამებით და რომლისთვისაც ადრე თბილისში უნდა ჩამოსულიყო“, - განაცხადა გახარიამ.