მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროკრედიტ ბანკი" ბიზნესს “მწვანე ეკონომიკის” დაფინანსების პროგრამას სთავაზობს - დეტალები

5f8428efbf8cc
BM.GE
12.10.20 13:53
1532
ჩვენი ქვეყნის მიღმა ბიზნესები წლებია მნიშვნელოვან დროსა და რესურსს გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებისთვის საჭირო პროაქტიულ სვლებს უთმობენ. აქვთ ძლიერი მხარდაჭერა ფინანსური ინსტიტუტებიდან ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით. საქართველოში ამ კუთხით გამორჩეული ადგილი პროკრედიტ ბანკს უჭირავს, რომლის მხრიდან მუდმივად არსებობს მზაობა ადგილობრივ ბაზარს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და დაინტერესების შემთხვევაში მათთვის საჭირო ფინანსებზე წვდომა უზრუნველყოს.

რას გულისხმობს დღეისთვის საქართველოში გერმანული ბანკის მიერ შემოთავაზებული მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა GEFF და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის ბაზარს, ამომწურავი პასუხისთვის ბანკის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ხელმძღვანელი ქეთევან კეკელაშვილი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) GEFF პროგრამის წარმომადგენელი გიორგი ზურაშვილი საუბრობენ.

„საქართველოში მწვანე ფინანსირების განვითარების და მასზე მოთხოვნის ტენდენცია მზარდია. ადგილობრივ ბიზნეს სექტორსა თუ სამოქალაქო საზოგადოებაში საკითხის მიმართ ცნობადობის ზრდისა და ფინანურ რესურსზე წვდომის კუთხით დღეს აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. გვაქვს მოლოდინი, რომ დაინტერესება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში, ინვესტირების კუთხით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მზარდი იქნება, რადგან ის ბიზნესს მნიშვნელოვან ბენეფიტებს სთავაზობს. რაც შეეხება GEFF-ს, ის ბიზნესებსა და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს, ენერგო და რესურს ეფექტურ, ასევე განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელებაში ეხმარება. პროგრამა ფინანსურ მხარდჭერასთან ერთად მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტსაც სთავაზობს“, - განმარტავს "პროკრედიტ ბანკის" გარემოსდაცვის მენეჯერი ქეთევან კეკელაშვილი.

გიორგი ზურაშვილი დაფინანების პროგრამის ორ მიმართულებაზე საუბრობს, საიდანაც პირველი ხელსაყრელია მათთვის, ვინც უკვე იცის, თუ რა ტექნოლოგიის შეძენა სურს. ასეთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მწვანე ტექნოლოგიის სარჩევით ისარგებლონ, სადაც ყველა ის ტექნოლოგიაა შეტანილი, რომელიც $300,000 (ან ექვ. სხვა ვალუტაში) ფარგლებში წინასწარ GEFF ფინანსირებისთვისაა დამტკიცებული. მეორე კი - მრავალკომპონენტიან პროექტებზე მორგებულ დაფინანსებას გულისხმობს და უფასო ტექნიკურ კონსულტაციას მოიცავს.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რა არის მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი - ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელშიც ყველა ის მწვანე ტექნოლოგიაა შეტანილი, რომელიც ბიზნესებსა და ფიზიკური პირებს რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და ხარჯების შემცირების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს. საიტზე კლიენტს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად ნებისმიერი მისთვის საჭირო ტექნოლოგიის შერჩევა შეუძლია, დაწყებული წყლის თბური ტუმბოებიდან ელექტრომანქანების ჩათვლით. დღესდღეობით, სარჩევში ადგილობრივი მომწოდებლებისა და მწარმოებლების 1,000-მდე პროდუქციაა წარმოდგენილი“, - განმარტავს გიორგი ზურაშვილი.

GEFF-ის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში რამდენიმე პროექტი უკვე წარმატებით დაფინანსდა, გაწეული საკონსულტაციო მომსახურება კი მომხმარებლებს “მწვანე” არჩევანის გაკეთებაში დაეხმარა. კლიენტებმა შედეგად გაზრდილი წარმოება და ხარჯების დანაზოგი მიიღეს. მაგალითად, კახეთში დაარსებულმა კომპანიამ შპს „ლაგოდეხავტოგზა“, რომლის საქმიანობა გზის მშენებლობას, ასფალტისა და ცემენტის წარმოებას მოიცავს, მიღებული დაფინანსებით კომპანიის წარმადობა გაზარდა და მასთან ასოცირებული ხარჯებიც მნიშვნელოვნად შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ფინანურ რესურსთან ერთად მათ პროგრამის უფასო ტექნიკური კონსულტაციითაც ისარგებლეს. კერძოდ, ინვესტიციის შედეგად კომპანიამ, წინა წლებთან შედარებით, 55%-ით გაზარდა წარმოების მოცულობა და წელიწადში 156.67 მგვტ/სთ ენერგიას დაზოგვა შეძლო, რამაც ყოველწლიური მოსალოდნელი ხარჯი €10,000 შეამცირა.

„განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ახალი, ენერგოეფექტური დანადგარის შეძენით, ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება წელიწადში 62 ტონა იქნება, რაც თავისთავად გულისხმობს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებასაც. მსგავსი პროექტები ნათლად ასახავს, რომ ასეთი ინვესტირებით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევა, რაც სასარგებლოა არამხოლოდ ბიზნესებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განმარტავს  კომპანია „ლაგოდეხიავტოგზას“ დამფუძნებელი გივი წიქარიშვილი.

მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (GEFF ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსია და მისი განთავსება პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ხორციელდება საქართველოში 2019 წლის დეკემბრიდან. აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ბანკი საქართველო არის პირველი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც აღნიშნული საკრედიტო რესურსის ფარგლებში ახორციელებს ქართული მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის დაფინანსებას. პროგრამის დონორები არიან მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტრო (BMF).
(NS)