31.მარტი .2020 19:40

"პროკრედიტ ბანკი" ფინანსურად გამართულად გრძნობს თავს

views 417
უკან

“პროკრედიტ ბანკს” ამ ეტაპზე ფინანსური ინექციების საჭიროება არ აქვს, თუმცა გერმანელი დამფუძნებლები და პარტნიორები მუდმივად მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ბანკს მხარდაჭერა გამოუცხადონ, - განაცხადა “საქმიანი დილის” ეთერში “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნათია თხილაიშვილმა.

„რაც შეეხება ბანკის ლიკვიდურობას, “პროკრედით ბანკი” ამ მიმართულებით საკმოად კომფორტულად გრძნობს თავს. საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ეს საჭირობაც ცალსახად არ არის, ჩვენი გერმანელი დამფუძნებლები მზად არიან, ფინანსური რესურსი გამოყონ, ასევე გვქონდა საუბარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებიც ყოველთვის გამოხატავენ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში ბანკს მხარდაჭერა გაუწიონ. თუმცა, როგორც აღვნიშნე ამის საჭიროება ახლა არ დგას”, - აცხადებს ნათია თხილაიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა