მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროკრედიტ ბანკი" კლიენტებს შეღავათებს სთავაზობს

5e6cb5b42db23
BM.GE
13.03.20 22:12
1574
"პროკრედიტ ბანკი" მსესხებლებისთვის გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობების შეთავაზების მზადყოფნის შესახებ აცხადებს:

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროკრედიტ ბანკი მზად არის, ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად, დროულად განიხილოს და თქვენს გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ, საჭირო პერიოდის მანძილზე (3 თვე ,6 თვე თუ მეტი).

ბანკის მომსახურების პრინციპი დისტანციური არხების გამოყენებას გულისხმობს, რაც საშუალებას გვაძლევს, დღეს, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ საქმიანობა და უზრუნველვყოთ თქვენი საბანკო საჭიროებები.

ჩვენ გიქმნით დაცულ გარემოს ონლაინ სივრცეში, მომსახურების უწყვეტად მისაღებად.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მეტი კომუნიკაცია ონლაინ! ვიზრუნოთ ერთმანეთზე!", - წერია ბანკის განცხადებაში.