მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროსპექტისა’’ და დეველოპერული კომპანია ,,კონსოლის’’ თანამშრომლობა და მიმდინარე პროექტი გლდანში

643404f3621d8
BM.GE
10.04.23 16:53
764
გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტი“ 2018 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს უძრავი ქონების სექტორში. "პროსპექტი’’ დეველოპერულ პროექტებში მარკეტინგის კუთხით აქტიურად არის ჩართული და აფართოებს პარტნიორ კომპანიათა არეალს, მათ შორის არის დეველოპერული კომპანია "კონსოლი’’, რომელსაც რამდენიმე მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის მასშტაბით.

"მოხარულნი ვართ, რომ ისეთ სანდო და პერსპექტიულ დეველოპერულ კომპანიასთან გვიწევს მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც "კონსოლი’’ გახლავთ. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხისა და ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რაც მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოს ხდის პროექტზე მუშაობას", - აღნიშნავენ "პროსპექტში’’.

დეველოპერული კომპანია „კონსოლი“ მომხმარებლებს სთავაზობს მიმდინარე პროექტს გლდანის რაიონში, რომელიც სავაჭრო ცენტრ სითი მოლთან ძალიან ახლოს - რამაზ შენგელიას 6 ნომერში მდებარეობს. მაღალი არქიტექტურული გემოვნებით მშენებარე 11-სართულიანი მრავალფუნქციური ნაგებობა სრულად ქართული ინვესტიცია გახლავთ 107 საცხოვრებელი ბინით, რომლის საერთო სამშენებლო ფართი - 8,187 კვ მეტრს შეადგენს.

მშენებლობისათვის მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენება "კონსოლის’’ მთავარი პრიორიტეტია: აგური; ბუნებრივი ტრავერტინის ქვა; გერმანული წარმოების მუქი ფერის მეტალოპლასტმასის ბაგეტები; ნაგებობა იღებება „მიუნხენის“ სტილში; აივნებისთვის გამოიყენება მოაჯირები შუშისა და ლითონის კომბინაციით.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ასევე ავტომობილით მისადგომად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს - საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად ფუნქციონირებს მაღაზიები, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და გასართობი სივრცეები.

როგორც დეველოპერულ კომპანიაში აღნიშნავენ პროექტი 2023 წლის დეკემბერში სრულდება და გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია "პროსპექტთან’’ თანამშრომლობის შედეგად ბინების 85 % უკვე გაყიდულია. - "ამჟამად, დარჩენილი გვაქვს მხოლოდ 36 ბინა (50 კვ.მ.- 104 კვ.მ). მომხმარებლებს ვთავაზობთ ბინებს თეთრი ან მწვანე კარკასის კონდიციით. შიდა უპროცენტო განვადებას კომპლექსის დასრულებამდე, ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით სარეგბლობა. გარდა ამისა, გვაქვს ფასდაკლების აქცია 3 საძინებლიან ბინებზე (104 კვ.მ)".

"პროსპექტმა’’ და დეველოპერულმა კომპანიამ "კონსოლი’’ თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყეს და წარმატებით აგრძელებენ ახალ პროექტებზე მუშაობას. საინტერესო გეგმებს ერთად სახავენ და საქართველოში უძრავი ქონების ინდუსტრიის განვითარებას უწყობენ ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად კომპანია „პროსპექტის" მართვის ქვეშ არის დაახლოებით 200 000 კვ.მ-ზე მეტი გასაყიდი საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება, ასევე 250 000 კვ.მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთები.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
https://www.facebook.com/console.ge 
https://www.facebook.com/prospectsales 

(NS)