მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"PSP დაზღვევა“: covid-დაზღვევაზე კითხვები გვაქვს, რაზეც პასუხი სახელმწიფომ უნდა გასცეს

60ae2cbc357cc
ანუკა ჯოხაძე
26.05.21 17:15
1065
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტისას სავალდებულო covid-დაზღვევის პოლისის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა bm.ge-ის შესაბამის კითხვას. „მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. დაზღვევა დღეს სავალდებულო არაა, მაღალრეკომენდებულია, მაგრამ აუცილებელია, ეს დაზღვევა იყოს. თქვენ რომ საზღვარგარეთ მიბრძანდებით, სამოგზაურო დაზღვევა ხომ მიგაქვთ?! - თქვა ამირან გამყრელიძემ.

თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიები აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში, მოგზაურობის დაზღვევა covid-ხარჯებს არ ანაზღაურებს. “PSP დაზღვევის” გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე ამბობს, რომ შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროსთან covid-დაზღვევის პაკეტებზე კი იმართებოდა, თუმცა კონკრეტული საკითხები დღემდე არ არის გადაწყვეტილი.

მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორს მთავრობასთან კითხვები აქვს.

„ინდუსტრიას კითხვები გააჩნია, რაზეც პასუხის გაცემა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. პირველი - დაზღვევა სავალდებულო იქნება თუ ნებაყოფლობითი? მეორე - როგორი სქემით ხედავს სახელმწიფო სავალდებულო covid-დაზღვევის შეძენის პროცესს ანუ პოლისის შეძენა საზღვრის გადმოკვეთისას უნდა მოხდეს თუ - არა? ასევე საინტერესოა, ერთგვაროვანი პროდუქტი იქნება, თუ სადაზღვევო კომპანიებს ექნებათ თავისუფლება, რომ სხვადასხვა სერვისი და ბენეფიტი დაამატონ ამ პროდუქტს. ასევე კითხვა გვაქვს, რა დაფარვაზე და ლიმიტზე შეიძლება იყოს საუბარი“, - აცხადებს „PSP დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე.