მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პურის სახლი": 160 სტუმარი შეგვიძლია მივიღოთ, თუმცა დღიურად 35 გვსტუმრობს

607abdbb48331
ანუკა ჯოხაძე
17.04.21 20:35
985
რესტორნები ე.წ კომენდანტის საათის გამო და შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვის გამო, შემცირებულ მოთხოვნაზე საუბრობენ. როგორც კომპანია MGROUP-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი ნანუკა მჟავანაძე ამბობს, მათი კომპანიის ერთ-ერთი კვების ობიექტი არსებული რეგულაციების გათვალიწინებით დაბალი დატვირთვით მუშაობს.

მჟავანაძე არ ეთანხმება რესტორნების მისამართით ბოლო პერიოდში გავრცელებულ კრიტიკას იმის შესახებ, რომ კვების ობიექტები ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მისი განმარტებით, უნდა გამკაცრდეს კონტროლი და თუ საჭიროა გაიზარდოს მაკონტროლებელი პირების რაოდენობაც, რადგან არსებობენ რესტორნები, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ და რეგულაციებს იცავენ.

“ძალიან სავალალო რიცხვები და სტატისტიკა გვაქვს ისედაც. ძალიან დაზარალებულები ვართ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი რესტორნის, პურის სახლის, მაგალითი რომ ავიღოთ. დღის განმავლობაში სამ სხვადასხვა სივრცეში ჯამურად შეგვიძლია 160 სტუმარს ვუმასპინძლოთ, თუმცა დატვირთვა დღიურად საშუალოდ მხოლოდ 35 კაცია. აქედან გამომდინარე ვერ დავეთანხმები იმ პოზიციას რომ რესტორნები ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. თუ რეგულაციები გარკვეულ შემთხვევებში ირღვევა, უნდა დაემატოს მაკონტროლებელი პირების რაოდენობა და უფრო ინტენსიური კონტროლი უნდა განხორციელდეს", - აცხადებს ნანუკა მჟავანაძე.