26.აპრილი .2020 14:10

"ქალაქის მოსახლეობამ გაითვალისწინა რეკომენდაცები, სოფლის მოსახლეობამ - არა"

views 851
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა ბოლნისის კლასტერიდანაა. მისი შეფასებით, ბოლო დღეების შედეგები აჩვენებს, რომ ქალაქის მოსახლეობამ მედიკოსების რჩევები გაითვალისწინა, სოფლად მცხოვრებმა პირებმა კი არა. იმნაძის თქმით, სწორედ ამ შედეგებს იმკის ახლა ქვეყანა.

“იმედი გვაქვს მატება ასეთი ტემპით გაგრძელდება. იცით, რომ ხვალ იხსნება რეგულაციების ნაწილი.... ვხედავთ, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა რეკომენდაციები, მაგრამ ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობამ სამწუხაროდ…კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ. სახლში დარჩენა ნიშნავს საკუთარ სახლში დარჩენას”,- ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევები ფიქსირდება ასევე თეთრიწყაროში დაინფიცირებულის კლასტერიდან, ქუთაისში დაინფიცირებულიდან, რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ.

“თბილისში დაემატა კიდევ 4 ახალი შემთხვევა. ესეც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან. 24 საათის განმავლობაში 822 ტესტი გაკეთდა, აქედან 29 ახალი შემთხვევაა. 9191 ტესტი იყო გუშინ და იყო 25 ახალი შემთხვევა. სულ გაკეთებულია 12 ათასზე მეტი ტესტი ქვეყანაში, საუბარია PCR ტესტებზე, დამატებით 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტია გაკეთებული ასევე საქართველოში”,- აცხადებს იმნაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა