“საქართველოში ქალთა ფეხბურთის მიმართ ბოლო წლებში შეიმჩნევა პროგრესი, რადგან რამდენიმე წლის წინ ის საერთოდ არ არსებობდა, დღეს კი ფეხბურთის ფედერაცია ჩართულია გაძლიერების კუთხით და ხუთი წელია რეგულარული ჩემპიონატი გვაქვს, შესაბამისად პროგრესიც იგრძნობა,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ნინო პასიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით მიუხედავად პროგრესისა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ქალთა ფეხბურთში მაინც უამრავი პრობლემაა საქართველოში.
“ევროპაში არ არსებობს მენტალური პრობლემა, რაც საქართველოში მთავარი დაბრკოლებაა ქალი ფეხბურთელებისთვის. რაც შეეხება კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერას, მართალია, ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად არის ჩართული, თუმცა სპონსორების ნაკლებობაა. ლანჩხუთის გამარჯვებული გოგონების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მოგების შემდეგ სახელმწიფოც დაეხმარა მათ და ჩაერთო გურიის მუნიციპალიტეტიც. ასე რომ, ვიმედოვნებთ, მომდევნო წელს მეტი სპონსორი გაუჩნდება ქალთა ფეხბურთს,”-აღნიშნა ფეხბურთელმა, ნინო პასიკაშვილმა.
მისი თქმით, წლიდან წლამდე იზრდება ქვეყანაში გულშემატკივართა რაოდენობა, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს სტადიონზე ემოციური თვალსაზრისით მოთამაშეებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ არ არის და ამ მიმართულებითაც ბოლო წლებში პროგრესი შეიმჩნევა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის