მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუ და ბატონი ბიძინა არიან დამზღვევები იმ საჭიროებების დაკმაყოფილებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს"

5e8f29d79c0c0
BM.GE
09.04.20 17:53
830
ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი საჭიროებების დაკმაყოფილებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი საქველმოქმედო საქმიანობა გაწია სხვადასხვა მიმართულებით.

„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, მის ოჯახს, იმიტომ, რომ როდესაც 100 მილიონის შემოწირულობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ოჯახის გადაწყვეტილება ბუნებრივია და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის თანხა, რომელიც ოჯახმა გაიღო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეებს დაეხმაროს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს დახმარება სჭირდება. ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილების, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იცით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერის, ანუ საქველმოქმედო საქმიანობა გაწია ამ ოჯახმა და ეს დახმარება ყოველთვის იყო მიმართული იქ, სადაც ყველაზე ძალიან გვიჭირდა, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს და წლების წინ ეს იყო როგორც ჩვენი პოლიციის, საჯარო მოხელეების, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის აღდგენის და გაძლიერებისაკენ მიმართული დახმარება. გულისხმობდა მათ შორის ძალიან ბევრ პროექტს, მათ შორის სამედიცინო სფეროში, რაც ჩვენ დღეს ძალიან დაგვჭირდა ამ პანდემიასთან გამკლავების ნაწილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხა მიიმართება STOPCOV ფონდში, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს დახმარება სჭირდებათ.

„ძალიან ბევრ სოციალურად დაუცველ ადამიანს ეხმარებოდა, ვიცით, რომ როდესაც უჭირდა ჩვენს განათლების კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს, მაშინაც ეხმარებოდა „ქართუ“ და ივანიშვილების ოჯახი ამ ადამიანებს. დღეს ჩვენ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დღეს კიდევ უფრო შეჭირვებულია სოციალურად, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით და 100 მილიონი არის ძალიან დიდი თანხა და ეს დიდი დახმარება, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა გაიღო ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, მიმართული იქნება იმ საჭიროების დაკმაყოფილებაზე, რომელსაც ჩვენ ერთობლივად შევაფასებთ. ეს თანხა არის მიმართული იმ ერთიან ფონდში, რომელშიც ყველა თანხა აკუმულირდება, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს შეაქვთ თავიანთი შენატანი, იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით განაწილებული, მიმართული იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.