მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ჩაის პოპულარიზაცია არ ხდება"- ასოციაცია სექტორში არსებულ გამოწვევებზე

63d6e26806a16
მარიამ იზორია
30.01.23 09:30
521
„მეჩაიეთა ასოციაციაში“ აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ჩაის მიმართ მოთხოვნა ნარჩუნდება.

როგორც bm.ge-სთან ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე ამბობს, მეტიც, ქართული მცირე წარმოება არსებულ მოთხოვნას შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს.

„დღეს ქვეყანაში დაახლოებით 3000 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციაა. მცირე რაოდენობის გამო, საქართველოს არ აქვს საშუალება ექსპორტი უფრო მეტ ქვეყანაში, მეტი მოცულობებით განახორციელოს. ხარისხმა რაოდენობის შემცირება მოითხოვა, ადრე დიდი რაოდენობით ნედლეული გვქონდა, თუმცა ხარისხით ვერ დავიკვეხნიდით.

მოთხოვნა ქართულ ჩაიზე ახლაც არსებობს. საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული ქართული ჩაის მიმართ ნოსტალგია არსებობს. პროდუქტს ითხოვენ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს საჭირო რაოდენობის მიწოდების საშუალება“ - განმარტავს „მეჩაიეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

თენგიზ სვანიძე სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს. მისი თქმით, ქართულ ჩაის პოპულარიზაცია სჭირდება.

„ქართული ჩაის პროდუქციის პოპულარიზაცია არ ხდება, ქვეყნის შიგნითაც ვერ ხერხდება ეს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე არც იცის, რომ საქართველოში ჩაი იწარმოება. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოსა და ჩვენი ინიციატივითაც უნდა მოხდეს ქართული ჩაის პროდუქციის პოპულარიზაცია, ჯერ ქვეყნის შიგნით და ეს გამოიწვევს მის ქვეყნის გარეთ გატანასაც“ - ამბობს თენგიზ სვანიძე.