მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული მედეგობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა" - პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომზე წერს

62efa085df0f3
BM.GE
07.08.22 15:17
976
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

"1801, 1921, 1992, 2008 - ეს არის თარიღები, რომლებიც ყველა ქართველს სამუდამოდ ახსოვს. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის უმოწყალო პოლიტიკას ასახავს. ქართული მედეგობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ვფიქრობ, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე“, - დაწერა პრეზიდენტმა “ტვიტერზე“.

7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში.