04.დეკემბერი .2022 13:36

"ქართული მეღვინეობის მთვარი პრობლემა ხარისხიანი ვენახების სიმცირეა"

"ქართული მეღვინეობის მთვარი პრობლემა ხარისხიანი ვენახების სიმცირეა"
views 797
უკან

„ქართული მეღვინეობის მთვარი პრობლემა ხარისხიანი ვენახების სიმცირეა“ - ამის შესახებ BMG-სთან ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული ვენახების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში გაშენებული ვენახებია, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

„ჩვენ 2004 წელს დავიწყეთ ვენახების შეძენა ფაფრის მინდვრებზე, ახაშენში. პირველი რაც გავაკეთეთ, ძველი საბჭოთა ვენახები გავჩეხეთ. ამ პერიოდში შეგვეძლო გამოგვეშვა ისეთი ღვინო, როგორიც არის „ახაშენი“ და „მუკუზანი“, გაგვეყიდა რუსეთში და აგვეწყო ბიზნესი, ჩვენი ტერიტორია იძლეოდა ამის საშუალებას. ეს რომ არ გავაკეთეთ ზოგმა არანორმალურადაც ჩაგვთავალა, ამით ბიზნესს ანადგურებთო. ჩვენ კი, დასავლეთის ბაზარზე ვიყავით ორიენტირებული და სტრატეგიული გეგმა გვქონდა ხარისხიანი ბიოღვინის გაკეთება, რამაც სავსებით გაამართლა“, - აცხადებს შალვა ქურდაძე.

„ფაფრის ველის“ დამფუძნებლის თქმით, ის, რაც ევროპელ თუ ამერიკელ საერთაშორისო პარტნიორებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ქართულ მეღვინეობაში - ვენახია.

„უცხოელი პარტნიორები, უპირველესად, მიდიან ვენახის სანახავად. სწორედ ამით განხსვავდება ევროპელი ღვინის შემსყიდველი დსთ-ს ქვეყნების ღვინის შემსყიდველისგან. დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები პირდაპირ მიდიან მარანში, დასავლელი პარტნიორებისთვის კი პრიორიტეტი ვენახის ნახვაა. ეს არის მეღვინეობის ქვაკუთხედი, დანარჩენი ტექნიკის ამბავია. დღეს არავის უკვირს არც კარგი მარანი, არც კარგი ქვევრი, თუმცა, თუ ვენახი არ არის სათანადო დონის, კარგ ღვინოს ვერასოდეს გააკეთებთ“, - განაცხადა ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა