თხილის პასტის მწარმოებელი ქართული კომპანია "ჭკვიანი თხილი" 2020 წელს წარმოების გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ „ჭკვიანი თხილის“ დამფუძნებელმა ნინო ანდრიაძემ განაცხადა.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, წარმოებისთვის აუცილებელი დანადგარები უკვე შეძენილი აქვს.
„საწარმო მთლიანად ჩვენი ინვესტიციებით აშენდება. შერჩეული გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ საწარმო თბილისში აშენდება და 10 ადამიანი დასაქმდება, რისთვისაც 50 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. დანადგარები შეძენილი გვაქვს და საწარმოს წარმადობა 100 კგ-ს წარმოება იქნება. შედარებისთვის გეტყვით რომ ახლა ჩვენ კვირაში ერთი დღე ვახერხებთ მხოლოდ პროდუქტის წარმოებას და მომავალში კვირა დატვირთული გვექნება“, - ამბობს ნინი ანდრიაძე.
თუმცა მისი თქმით, კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმები ექსპორტისკენ არის მიმართული და საამისოდ კონკრეტული ბაზრების მოკვლევაც მიმდინარეობს.
„2020 წელს საწარმოს ამუშავებისა და გაზრდილი წარმოების შემდეგ, გვინდა, გავხსნათ ჩვენი წერტილი რომელიმე მოლში და იქ წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია. ხოლო 2021 წლიდან დავიწყოთ ქართული თხილის პასტის ექსპორტზე გატანა. ამისთვის უკვე ვიკვლევთ ინგლისისა და დანიის ბაზრებს, თუმცა ეს შორეული გეგმებია“, - აცხადებს „ჭკვინი თხილის“ დამფუძნებელი.
BM.GE-ის კითხვაზე, როგორია საქართველოს ბაზარზე კონკურენცია, ნინო ანდრიაძე ამბობს, რომ მათ უცხოურ კომპანიებთან უხდებათ კონკურენტულ გარემოში ყოფნა.
„ეს არის ნიშური პროდუქტი და ამ დროისთვის ბაზარზე რამდენიმე იმპორტული პროდუქტია. უმეტესობა შეიცავს პალმის ზეთს, შაქარს, მარილს. ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ჩვენი პასტა შეიცავს მხოლოდ თხილს, ცოტა თაფლსა და მადაგასკარის ვანილს, ხოლო ვეგანებისთვის სპეც-შეკვეთით ვამზადებთ დაუტკბობელ პროდუქტს. ძალიან ძვირი გვიჯდება ამ პროდუქტის წარმოება, იმიტომ, რომ ჯერ მცირე მეწარმეები ვართ“, - ამბობს ანდრიაძე.
კომპანია „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის ბოლოს გაჩნდა და დამფუძნებლის თქმით, მომხმარებლის ყურადღება თავისი სახელით მიიპყრო. მცირე ოჯახური ბიზნესი, თავიდანვე სერიოზული გეგმებით შემოვიდა ბაზარზე და ბრენდის შექმნაში საკუთარი ინვესტიცია 20 000 დოლარის ოდენობით ჩადო. „ჭკვიანი თხილი“ აწარმოებს სამი დასახელების 6 სახის პროდუქტს „ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ და „მოხერხებული მიწის თხილი“, რომლის შეძენა მომხმარებელს ონლაინ მაღაზია soplidan.ge-ზე და მაღაზიათა ქსელ ჯორჯიტაში შეუძლია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის