02.სექტემბერი .2019 19:34

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ 09:00 საათზე ჩაინიშნა

views 223
უკან

ხვალ, 3 სექტემბერს, 09:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ორივე სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სამთავროვბო ცვლილებები იქნება. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.