22.მარტი .2020 12:38

"ქართული ზეთისხილის" ექსპორტი შეჩერებულია – კორონავირუსის გავლენა წარმოებაზე

views 347
უკან

"ჯერჯერობით ნორმალურად, სტაბილურად ვართ, თუმცა ამ ეტაპზე, ექსპორტს არ ვახორციელებთ და ჩვენს პროდუქციას შიდა ბაზარს მოვახმართ", - ამის შესახებ BM.GE-ის "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა.

როგორც გიორგი სვანიძე განმარტავს, ჩინეთში სასინჯად პირველი კონტეინერი გაიგზავნა, თუმცა ამ ეტაპზე, ჩინეთთან ექსპორტი შეჩერებულია. მისი განახლება განიხილება, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, "ქართული ზეთისხილის" პროდუქცია სხვადასხვა ქსელებში ხვდება, მათ შორის "კარფურსა" და "აგროჰაბში". ზეითუნის ზეთთან ერთად პროდუქცია საპონსაც მოიაზრებს, რომელზეც მოთხოვნა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გაზრდილია.

"ადგილობრივ ბაზარზე, ზოგადად, მოთხოვნა სტანდარტულადაა, საპონზე კი შედარებით გაზრდილია",- აღნიშნავს გიორგი სვანიძე.

რაც შეეხება წარმოების პროცესს, გიორგი სვანიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში კორონავირუსს უარყოფითი გავლენა არ ჰქონია, ვინაიდან ზეთი უკვე დაწურული და გადამუშავებულია, ამ ეტაპზე კი, იფილტრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა