მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულმა მხარემ, რუსეთის დელეგაციის წევრებისათვის PABSEC-ში მანდატების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირა"

6390d7de42188
BM.GE
07.12.22 22:50
800
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სერბეთში, ქალაქ ბელგრადში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით მე-60-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ქართულ მხარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო და საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი წარმოადგენენ. 

სხდომის განხილვის მთავარი თემა „პარლამენტების როლი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საკითხშია".

პლენალური სესიის გახსნით ნაწილში დელეგატებს სიტყვით მიმართეს სერბეთის ეროვნული ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარემ ვლადიმირ ორლიჩმა და სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა.

პლენარულ სესიის ფარგლებში თითოეულმა ეროვნულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, რომელიც ასამბლეაში რუსეთის დელეგატებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს ეხებოდა.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დავით სერგეენკომ და რამაზ ნიკოლაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ კენჭისყრაში და რუსეთის ფედერაციის ეროვნული დელეგაციის წევრებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

ასამბლეის წევრების უმრავლესობამ მხარი ასევე არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს და რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა დელეგაციამ სხდომა დატოვა, რადგან არ მოხდა მანდატების დამტკიცება, რისთვისაც ასამბლეის 13 წევრიდან მინიმუმ 7 ქვეყნის მხარდაჭერა იყო საჭირო.