მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულმა სტატისტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია" - სოსო არჩვაძე Open Data Watch-ის გადაწყვეტილებაზე

602161778c4db
BM.GE
08.02.21 21:00
542
ექსპერტი სოსო არჩვაძე ორგანიზაცია "Open Data Watch"-ის მიერ საქართველოს სტატისტიკის სისტემის ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელებას საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ეხმაურება.

„ქართულმა სტატისტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია - ორგანიზაცია "Open Data Watch"-ის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის სტატისტიკური სისტემა დასახელებულია ევროპის საუკეთესო ოცეულში! საქართველომ მსოფლიოში 187 ქვეყნიდან 31-ე ადგილი დაიკავა, რაც 8 პოზიციით უკეთესია წინა შეფასებასთან შედარებით და ამ ინდიკატორით იგი უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა). სიამაყის საგანს წარმოადგენს ისიც, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა!“, - წერს არჩვაძე.

ექსპერტის თქმით, საქართველოს სტატისტიკის სისტემისთვის ეს უაღრესად სასიამოვნო და დამსახურებული აღიარებაა იმ თანმიმდევრული და კომპლექსური ღონისძიებებისა, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს მრავალი წლის მანძილზე. 

„საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისა და შემდგომ მათი რეალიზაციის ეფექტიანობა დიდწილად დამოკიდებულია პირველადი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხზე, მის ობიექტურობასა და უტყუარობაზე. ამ ასპექტით სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თავისი თვალსაჩინო წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.“ - აღნიშნავს ექსპერტი თავის შეფასებაში.