08.მაისი .2020 18:31

"ქართუმ" 25 წლის განმავლობაში ქვეყნის საკეთილდღეოდ $3 მლრდ დახარჯა - ჩხეტიანი

views 294
უკან

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ფონდმა "ქართუმ" 25 წლის განმავლობაში ქვეყნის საკეთილდღეოდ 3 მლრდ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი დახარჯა. ამის შესახებ მან ფონდის მხარდაჭერით თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის ფერდობის ახალი ტყით განაშენიანების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, 3 მლრდ დოლარი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით იყო დახარჯული.

"ფონდი "ქართუ" 25 წელია ახორციელებს თავის საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ამ მომენტისთვის 3 მლრდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული სხვადასხვა პროექტებში. ჩვენი პროექტები მრავალფეროვანია და მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებას. მიუხედავად ამისა, ცალკე აღნიშვნის ღირსი არის ის პროექტები, რაც ჩვენ განხორციელებული გვაქვს გარემოს დაცვის სფეროში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდით დაცულ ტერიოტორიებს, იქნებოდა ეს ვაშლოვანი, ლაგოდეხი, თუშეთი, ყუმის თავი თუ სხვა. დღეს დადგა ჩვენი დედაქალაქის ჯერი", - განაცხადა ჩხეტიანმა.

"ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ განმარტა, 16 მლნ-იანი პროექტის ფარგლებში რა ტერიტორიაზე გაშენდება და განახლდება ურბანული ტყე. 

"იგეგმება გიგანტური ტერიტორიის განახლება და გაჯანსაღება, მოყოლებული სოლოლაკის ფერდობიდან მოიცავს როგორც მთაწმინდის ასევე ვერეს ქედს და კუს ტბასაც კი. შესაბამისად მომავალ პერიოდში განხორციელდება უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაოები, დაირგვება ახალი უფრო გამძლე ენდემური ჯიშის ხეები და მცენარეები, რომლებიც უფრო მედეგი იქნება კლიმატურ გამოწვევებთან და მომავალში თბილისელებს და ასევე ნებისმიერ სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა დატკბეს ცვენი დედაქალაქის ბინებით. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და დარწმუნებული ვარ მომავალი თაობები შეაფასებენ ჩვენს შრომასა და ძალისხმევას", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა