10.ივლისი .2020 20:00

"ქართუს“ მფლობელთან დალაგებული ვიყავით“ - ისევ უნდა თუ არა „ლიბერთის“ „ქართუს“ ყიდვა?

views 1673
უკან

„ლიბერთი ბანკს“ „ქართუ ბანკის“ ყიდვა ისევ სურს. ამის შესახებ bm.ge-ის "ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ განუცხადა. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული 2 ბანკის შერწყმაზე უკვე რამდენიმე წელია საუბარი მიდის. “ქართუს“ გაყიდვას 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა”, - განაცხადა ჟურნალ Enterpreneur-თან ინტერვიუში საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს.


- წლებია მიდის საუბარი „ლიბერთი“ - „ქართუს“ შერწყმაზე. რა ხდება ამ მიმართულებით ახლა?

- მე ძალიან მინდა, რომ ეს მოხდეს და დიდი იმედი მაქვს, მოხდება. მგონია, რომ ამ ორ ბანკს აქვს სინერგია. უბრალოდ, covid-მა და ბევრმა რაღაცამ შეგვიშალა ხელი და რაღაცეები შეიძლება ჩემი ბრალიც არის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ გარიგება შედგება.

- თქვენი ბრალი რა შეიძლება ყოფილიყო?

- უფრო აქტიური უნდა ვყოფილიყავი... უფრო სწრაფი... მერე covid-ი რომ დაიწყო, უფრო რთული გახდა ამის გაკეთება...

- ეროვნული ბანკის ფაქტორი იყო რამე?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არა... ისე, რა თქმა უნდა, ბანკი რეგულირებადი ბიზნესია.

- თვითონ „ქართუ ბანკის“ მფლობელთან შეთანხება მიღწეულია?

- „ქართუს“ მფლობელთან დალაგებული ვიყავით. შეიძლება რაღაც შეიცვალა, რადგან დრო გავიდა, მაგრამ რეალურად დალაგებული ვიყავით, უბრალოდ სხვა რუტინა იყო...

- „დალაგებულში“ გარიგების ფასს გულისხმობთ?

- ყველაფერს - ფასსაც ვგულისხმობ და გარიგების სტრუქტურასაც.

ცნობისთვის: "ქართუ ბანკის" 100%-იან წილს ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი ფლობს. რაც შეეხება "ლიბერთი ბანკის", ბანკის ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, მისი უმსხვილესი მეწილეები არიან: ირაკლი ოთარ რუხაძე - 25.01%; ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 25.00%; იგორ ალექსეევი - 25.00%.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა