მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველებო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“ - უკრაინის პრემიერი

621d0a4c8503a
BM.GE
28.02.22 21:44
1724
„თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!“ - ამის შესახებ „ტვიტერში“ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დემის შმიჰალი წერს.

უფრო ადრე მან ასევე „ტვიტერში“ დაწერა, რომ ქართველები უკრაინის დასახმარებლად ფრენას ელოდებიან და იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი ნებართვას გასცემს.

აღსანიშნია, რომ უკრაინის პრემიერმა „ტვიტერზე“ ქართულად დაწერა.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, @GharibashviliGe გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia“, - წერს პრემიერი.

ცნობისთვის: „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერდა, რომ გააუქმეს რეისი, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა ჩასულიყვნენ.