მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქარხნის გახსნიდან 5-6 თვეში რამდენიმე მილიონიან ბრუნვაზე გავედით"- "ტიმეო"

63cb8bd1e5fc8
თათია კაკიაშვილი
18.01.23 10:40
6155
“2022 წელმა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან წარმატებულად ჩაიარა,“ - ასე აფასებს BMG-სთან გასულ წელს ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია „ტიმეოს“ დირექტორი გიორგი ქადაგიძე. მისი თქმით, კომპანიამ შარშან თებერვალში ქარხნის მშენებლობა გადაწყვიტა, ხოლო მაისის ბოლოს მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში ქარხანაც აამუშავა.

„ქარხნის გახსნიდან 5-6 თვეში რამდენიმე მილიონიან ბრუნვაზე გავედით და პროდუქცია მთლიანად ევროკავშირში გავიტანეთ. დაახლოებით 400 ტონა ლოკოკინის ველური ბუნებიდან აკრება მოვახდინეთ, რაც ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა, თუმცა წელს ამ რიცხვის გასამმაგება იგეგმება,” - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

„ტიმეოს“ ქარხნის მშენებლობის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 7 მილიონი ლარი შეადგინა და ინვესტიციის სრული მოცულობა კომპანიის ეგიდით განხორციელდა. რაც შეეხება ლოკოკინების ექსპორტს, ქადაგიძის თქმით, „ტიმეოს“ ლოკოკინები სრულად საფრანგეთის ბაზარზე გავიდა:"საფრანგეთის ბაზარი, ჩვენი პროდუქციის სარეალიზაციოდ წამყვანი ბაზარია, შემდეგ მოდის იტალია და ესპანეთი".

რაც შეეხება გამოწვევებს, ლოკოკინების ინდუსტრიაშიც მთავარ პრობლემად კადრების დეფიციტი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია „ტიმეო“ 2022 წელს 150 ადამიანს ასაქმებდა. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ წელს დასაქმებულთა ზრდა იგეგმება და მათი მთლიანი რიცხვი წლის ბოლოს 250 იქნება.