“ქოუჩინგი საქართველოში წლიდან წლამდე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ხდება და სპეციალისტების რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება,”- ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში”, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს პრეზიდენტმა, გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ქოუჩინგი არ არის ლიცენზირებადი პროფესია, როგორც მაგალითად ფსიქოთერაპია და სხვა მსგავსი მომიჯნავე მიმართულებები, მაგრამ არსებობს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტები და ამ მიმართულებით საქართველოში კვალიფიციური განათლების მიღებაც უკვე შესაძლებელია.
“ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია აერთიანებს კვალიფიციურ, პროფესიონალ, პრაქტიკოს, სერტიფიცირებულ კადრებს, აქედან გამომდინარე სასწავლო კურსები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აკრედიტირებული, კვალიფიციური განათლების მიღების საშუალებას იძლევა,” - აღნიშნა გვანცა ბარაბაძემ.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დაინტერესებული პირები თავად არჩევენ, სწავლის შემდეგ კარიერა გააგრძელონ როგორც პროფესიონალმა ქოუჩებმა, თუ მიღებული ცოდნა მათივე საქმეს, ბიზნესსა და ეფექტურ მართვას მოახმარონ.
ცნობისთვის, 16-22 მაისს, თბილისში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული ტარდება და მიზნად ისახავს დაინტერესებულ სტარტაპებს გააცნოს მენტორშიპის პრაქტიკები და ინსტრუმენტები. კვირეული, საერთაშორისო ფედერაციის წევრ 50-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, ფაქტობრივად, ერთიანი სივრცე იქმნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ