30.მარტი .2020 15:00

"ქსელურ მაღაზიებში ფასების მატება არ გვაქვს" - სამეგრელოს გუბერნატორი

views 185
უკან

ადგილობრივ მაღაზიებსა და ბაზრებში ფასების მატების შემთხვევები არის, თუმცა ქსელური მაღაზიები ფასებს ინარჩუნებენ, - ამის შესახებ სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით,  სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებით, მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

„ძირითად ქსელურ მარკეტებში ფასების ცვლილება არ გვაქვს. არის გარკვეული შემთხვევები, როცა ხელოვნურად ხდება ფასების ზრდა, თუმცა ეს ხდება ადგილობრივ მაღაზიებსა და ბაზრებში. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ანალიზს და გვაქვს ჩამონათვალი იმ პროდუქტების, რომლებზეც ხდება ფასების კონტროლი. ქსელური მაღაზიები ფასებს ინარჩუნებენ. დარღვევები გვაქვს ადგილობრივ მაღაზიებსა და ბაზარში, თუმცა ესეც სუბიექტური მიზეზებით არის გამოწვეული“, - განაცხადა მოწერელიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა