მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუჩებში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ" - მინისტრი Wizz Air-ის დაბრუნებას ეხმაურება

607d4d9353286
ინგა მურუსიძე
19.04.21 13:29
2419
"მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმითვე, ამის ფონზე ტურისტული სექტორის აღდგენაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „ვიზეარმა“ - ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - პირველი რეისი უკვე შესრულდა ვილნიუსიდან, ასევე ვარშავა-ქუთაისი, ქუთაისი-ვარშავის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა - მათ შორის, რიგიდან და დორტმუნდიდან და ეტაპობრივად  სხვა მიმართულებებიც აღდგება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ტურიზმის სექტორის აღდგენაში ხელს შეგვიშლის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარტში ვიზიტორთა რიცხვი 75%-ით შემცირდა - TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ჩამოვიდნენ