მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუთაისი ინნის“ გახსნისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სამი წელი „აწარმოე საქართველო" დაფარავს

62a70226a825f
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.22 13:50
1587
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი სასტუმრო „ქუთაისი ინნ “ ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ქუთაისში არის განთავსებული, მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის. სასტუმრო 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება და მასში 85 პირი იქნება დასაქმებული. 



„აღსანიშნავია რომ სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 15 000 000 ლარზე მეტს შეადგენს“,- აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.