05.მარტი.2016 19:53
ეკონომიკა

"ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება, რაც სამცხე-ჯავახეთს დააკავშირებს ქუთაისის აეროპორტთან"

"ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება, რაც სამცხე-ჯავახეთს დააკავშირებს ქუთაისის აეროპორტთან"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნდა სტუმრობდნენ რეგიონებს, ესაუბრებოდნენ ხალხს და ადგილზე ეცნობოდნენ სიტუაციას. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას განაცხადა.
 
„ჩვენ ძალიან ბევრს ვივლით რეგიონებში, იმიტომ რომ ქალაქიდან შეიძლება ძალიან ბევრი რამ სხვანაირად ჩანდეს. ადამიანებს როცა ხვდები, ესაუბრები, მათი პრობლემების შესახებ ისმენ, სხვანაირი შეგრძნება ჩნდება თვითონ მთავრობის წარმომადგენლებში. ისინი უფრო მეტად ითავისებენ იმას, თუ რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა და სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" მნიშვნელობა შეაფასა.

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მიკროსაწარმო, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით დაფუძნებული ერთ-ერთი საწარმო. ვიმყოფებით ჩუქურთმების საწარმოში, რომელიც ასევე მიკროკრედიტით შეიქმნა. დაწყებულია საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენა, რაც ძალიან კარგია მომლოცველებისთვის, ტურისტებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ბორჯომში ახალი, "ინტერკონტინენტალის" ჯგუფის სასტუმრო იხსნება, რომლის მშენებლობაში 32 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„სასტუმროში 150 ადამიანი მუშაობს უკვე, მშენებლობის დროს 250 იყო დასაქმებული და მათი 95% არის ადგილობრივი მაცხოვრებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხდება ადამიანების გადამზადება და საერთოდ, მგონია, რომ ამ რეგიონს აქვს განსაკუთრებულად დიდი პოტენციალი. ბორჯომი არის უნიკალური კურორტი, რომლის განვითარების პერსპექტივა არის უზარმაზარი და ჩვენ აუცილებლად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მას. ბორჯომი და ბაკურიანი კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. ეს სასტუმროები, რომლებიც ბორჯომში იხსნება, ფაქტობრივად მიებმება როგორც ბორჯომის კომპლექსებს, ასევე ბაკურიანის კომპლექსებს,“ - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება, რაც სამცხე-ჯავახეთს დააკავშირებს ქუთაისის აეროპორტთან.

19.აპრილი.2019 10:01
120

„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ე.წ. ატკატის გამო დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:50
62

"საბანკო რეგულაციები ძირითადად დაბალი და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ სახლებს შეეხო"

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:03
104

წელს, McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:23
138

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
212

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
94

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად