09.აპრილი .2022 18:56

"ქუთაისში ხშირად სამუშაოდ დაზიანებულ ავტობუსებს იყენებდნენ" - დარღვევები, რაც აუდიტის ანგარიშში მოხვდა

"ქუთაისში ხშირად სამუშაოდ დაზიანებულ ავტობუსებს იყენებდნენ" - დარღვევები, რაც აუდიტის ანგარიშში მოხვდა
views 1171
უკან

2019 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თვითმმართველ ქალაქებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარების მიზნით, 175 ავტობუსი. 2020 წელს მგფ-მა ქუთაისის მერიას გაუფორმა 22,669.5 ათასი ლარის სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თანხის ნაცვლად გადასცა 60 ახალი ავტობუსი. ხელშეკრულების მიხედვით, მიწოდებული ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლები, ცალკეული კომპონენტისა და აგრეგატის მუშაობა უნდა ყოფილიყო ევროპის პარლამენტის დირექტივასთან შესაბამისობაში. მერიისათვის ავტობუსების გადაცემა მგფ-მა დაასრულა 2020 წლის დეკემბერში.

მიღებულ ავტობუსებს ექსპლოატაციას უწევს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“.

2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ საწარმომ სერვისის განმახორციელებელ შპს-ს 9 თვის განმავლობაში, სხვადასხვა დაზიანების აღმოსაფხვრელად, 954-ჯერ მიმართა. დროის მოკლე პერიოდში გამოვლენილი დაზიანებების სიხშირე და ხარისხი მიანიშნებს, რომ გადმოცემული ავტობუსები უხარისხოა და არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობების მოთხოვნებს.

"მგფ-ის მიერ ავტობუსების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს შემდეგს: მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მხარემ უნდა გააჩეროს დაზიანებული ავტობუსი მის სრულ შეკეთებამდე, ხოლო მიმწოდებელი ყოველ მოცდენილ დღეზე დაჯარიმდება 160 ევროს ოდენობით.

შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მიმწოდებელი დააჯარიმა 55.7 ათასი ევროს ოდენობით, რამდენიმე ავტობუსის, ჯამში − 348 დღით გაჩერებისთვის. აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მეტჯერ დაზიანდა და შესაბამისად, ჯარიმის მოცულობა უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვნად მეტი, მაგრამ კომპანიამ დაჯარიმების მექანიზმი ვერ გამოიყენა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით,
შპს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაჯარიმების მექანიზმით სათანადოდ ვერ სარგებლობს: სატრანსპორტო კომპანია მუშაობს
შესაძლებლობების ზღვარზე და 60 ავტობუსი არასაკმარისია ქალაქის ყველა სამარშრუტო ხაზის გამართული ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, ერთდროულად რამდენიმე ავტობუსის გაჩერება მგზავრების გადაყვანის პროცესის პარალიზებას იწვევდა. ამდენად, კომპანია იძულებული გახდა, ხშირად სამუშაოდ დაზიანებული ავტობუსები გამოეყენებინა. იმის გამო, რომ ტრანსპორტის მოცდენა არ ფიქსირდება, მიმწოდებელზე ამ პერიოდში საჯარიმო სანქცია არ გავრცელებულა.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული უფლებები გადასცა მუნიციპალიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს ავტობუსების ოპერირებას. ავტობუსების ხშირი დაზიანების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საფუძველზე, მერიას შეეძლო, მიმწოდებლისთვის მოეთხოვა ავტობუსების ხარისხობრივი მაჩვენებლების ექსპერტიზის ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა სატრანსპორტო საშუალებების ხარისხის შეუსაბამობა ხელშეკრულების პირობებთან, მერიას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა უხარისხო ავტობუსების ჩანაცვლება. მერიას, ასევე, შეეძლო, ჩანაცვლებამდე გამოეყენებინა ძველი ავტობუსები, რომლებზეც სტანდარტულად ვრცელდება ხელშეკრულებაში განსაზღვრული საგარანტიო პირობები. მუნიციპალიტეტმა
ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, რა ღონისძიებები გაატარა პრობლების მოსაგვარებლად.

მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის პროცესს გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები. ავტობუსების ხშირი დაზიანების გამო, შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ვერ ახერხებს მგზავრთა სათანადო მომსახურებას. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად"-წერს აუდიტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა