მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანა რომ გადარჩეს, საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარება"

6162be99527d6
თათია კაკიაშვილი
11.10.21 09:40
1030
„ჩვენი ქვეყანა რომ გადარჩეს, საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარება-ხელშეწყობა. რაშიც კონკურენტუნარიანები არ ვართ, არ უნდა ვაწარმოოთ, რადგან პროდუქტი იმდენად ძვირი იქნება, რომ მისი შეძენა მიზანშეწონილი აღარ იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ყველაზე მსხვილი იმპორტირებული პროდუქტები საქართელოში მაინც ვერ ჩანაცვლდეს, ამიტომ:

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაშიც კონკურენტუნარიანები ვართ, ის ვაწარმოოთ და გავიტანოთ ექსპორტზე. მხოლოდ სურსათზე არაა საუბარი, მინდა, წარმოვიდგინო, რომ საქართველოში მობილური ტელეფონი იწარმოება. შეიძლება, დღის წესრიგში ნელ-ნელა ეს საკითხიც დადგეს, თუმცა ამისთვისაც საჭიროა ინვესტიციები. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ კომპანიები, რომლებსაც ამ მიმართულებით გამოცდილება აქვთ და საქართველო უნდა გადავაქციოთ წარმოების, ლოგისტიკის, აწყობის ჰაბად. ამას მიებმება კარგი საინვესტიციო კლიმატი, დაბალი საგადასახადო რეჟიმები... ჩვენი ქვეყანა რომ გადარჩეს, საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარება-ხელშეწყობა. რაშიც კონკურენტუნარიანები არ ვართ, არ უნდა ვაწარმოოთ, რადგან პროდუქტი იმდენად ძვირი იქნება, რომ მისი შეძენა მიზანშეწონილი აღარ იქნება“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.