მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი" - კახა კალაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე

5e538fb941f74
ინგა მურუსიძე
24.02.20 13:01
1363
ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს შეეხებოდა 

„მთავრობაში არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი. თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, ყველა გაიგებს. ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში. მსჯელობა არ ყოფილა ამ საკითხზე. ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ყოველდღიურ გამოწვევებს უპასუხონ“, - განაცხადა კალაძემ.

გაზაფხულზე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, გუშინ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა თავად გიორგი გახარიაც. "დაელოდეთ გაზაფხულს... მალე იქნება" - თქვა მან. 

ცნობისთვის: ბოლო რამდენიმეა თვეა, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი უახლესი ვერსიით, პრემიერ-მინისტრის პოსტი შესაძლოა დაიკავოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. გარდა ამისა, პრემიერობის კანდიდატად მედიაში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას სახელიც გაჟღერდა.