კომპანია „გემოვანმა“ თბილისის ზღვაზე პურის ქარხანა აამუშავა. კომპანია 10 სახეობის პურს აწარმოებს და პროდუქციას ქართული ხორბლით ქმნის.
„მექანიზმი ავაწყვეთ - ერთ ადგილზეა, ერთი ბრენდის ქვეშ, რომელსაც შეუძლია მინდვრიდან დახლამდე უზრუნველყოს უწყვეტი ჯაჭვი“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ “მზეთამზე”-ს დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე ქვის წისქვილიც არის, სადაც ცეხვილი ფქვილის წარმოებაა შესაძლებელი.
„პურის დედით ვაცხობთ პურს და დანამატს არ ვიყენებთ. მხოლოდ ფქვილს, წყალს და მარილს ვიყენებთ პროდუქტის შესაქმნელად. გვყავს მომხმარებლები, რომლებიც მხოლოდ ამ პურს მიირთმევენ. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია, მაგრამ ამან ჩვენში მოთმინების გამომუშავება გამოიწვია. მერე გამოცდილება და ახლა დიდი იმედით და წინ გადადგმული ნაბიჯით, რომელსაც ჰქვია საკუთარი ქარხანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. აქ არის ასევე ქვის წისქვილი, სადაც ცეხვილი ფქვილის წარმოება შეიძლება. სწორედ ცეხვილი ფქვილია ხორბლის მთელი სიკეთე. გვაქვს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დაახლოებით დღეში 10-12 ტონა ხორბალი გადავამუშაოთ და 25 000 პური ვაწარმოოთ. "მზეთამზე" თბილისის და რუსთავის ყველა ქსელურ სუპერმარკეტშია წარმოდგენილი. ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ ეს პური ყველგან ხელმისაწვდომი გაგვეხადა, ამას მივაღწიეთ. ასე ვიტყოდი, რომ ჩვენი პური არის საკურნელა, იმიტომ რომ ამის მირთმევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას განაპირობებს. ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს და ა.შ.
წარმოება ჩასუნთქვაა, მოხმარება ამოსუნთქვა. ამოსუნთქვა მომხმარებელზეა დამოკიდებული, თუ ეს ციკლი გაიზრდება, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ამ გზას არ გადავუხვევთ. ქართულ ხორბალს პურის დედით ყოველგვარი დანამატების გარეშე დახლზე დავდებთ", - ამბობს “მზეთამზე”-ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება პრობლემებს, მისი თქმით, ბევრია, თუმცა გადასალახი.
"ბევრი პრობლემებია. პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ცოტათი შრომა ეზარება. ცოტაა ისეთი, ვისაც პულსზე ხელი უდევს და არ ჩერდება. მაგრამ ცოცხალი ორგანიზმები ვართ და დიდი ხანი წარუმატებლობაში ვერ გაჩერდები. რა თქმა უნდა, არის პრობლემა მინიმუმ საწვავზე [საწვავის ფასის ზრდა] და ა.შ. მაგრამ შარშან სხვა პრობლემები იყო, იმის წინ სხვა იყო, 30 წლის წინ სხვა და სულ არის რაღაც გამოწვევები. მთავარია გამოწვევები დავძლიოთ", - აღნიშნავს იგი.
რაც შეეხება საწვავისა და ხორბლის გაძვირების გავლენას პურის ფასზე, ჩავლეშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ მოიმატებს.
"ალბათ გაძვირდება. ჩვენი პური ისედაც მაღალფასიანია. დიზელი ისეთი კომპონენტია, რომ ფასწარმოქმნაში მონაწილეობს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იმის გაგებაა, რომ პური ძალიან იაფი უნდა იყოს და 1 ლარი უნდა ღირდეს. თუმცა არსებობს პური, რომელიც კილოგრამი ღირს 5 ლარი, მაგრამ იმის 2 ნაჭერი საკმარისია რომ დაკმაყოფილდე", - აცხადებს ირაკლი ჩავლეშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი