მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში მუშახელის სერიოზული პრობლემაა" - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

60d48ba4bc2c3
ინგა მურუსიძე
25.06.21 00:00
6206
სოფლის მეურნეობაში ჩვეულებრივ, რიგით მუშახელზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, - ეს განცხადება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე, რა თქმა უნდა, არსებობს და გაჭირვების ზღვარიც მაღალია, თუმცა „საჯარო სექტორში დასაქმების ტოლფასი გახდა სოფლის მეურნეობაში არაკვალიფიციური მუშის გადასახდელი თანხა“.

„საშუალოდ მუშახელი სოფლის მეურნეობაში იღებს დღეში 50 ლარის, თუ არა 70 და 80 ლარს, რაც ატამზე ხდება კახეთში და ა.შ. ანუ სოფლის მეურნეობაში ჩვეულებრივ, რიგით მუშახელზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. საუბარია ჩვეულებრივ მუშახელზე და არა რაიმე განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე. გაიზარდა მოთხოვნა ოპერატორებზე, ტრაქტორისტებზე, ადამიანებზე, რომელიც თანამედროვე ტექნიკას უნდა ამუშავებდეს. ჩვეულებრივი, ყოველდღიური მომენტია მუშახელის ნაკლებობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გელა ხანიშვილმა მაგალითად მოიყვანა სოფელ აგარაში, ინვესტორი მაღალაშვილი, რომელსაც დღეში 50-60 მუშახელი სჭირდება და არ ჰყავს. „ეს თემა არის რეალობა. ახლა დავდივარ კახეთში, ატამთან დაკავშირებით და მუშახელის სერიოზული პრობლემაა. გაჭირვებაა მუშახელზე ლურჯი მოცვის დასაკრეფად და ა.შ. ეს გამოავლინა კოვიდმაც და ეკონომიკის განვითარებამაც“, - აღნიშნა მან.

გელა ხანიშვილამდე მუშახელის ნაკლებობაზე ისაუბრა ჰორეკას სექტორმაც. სასტუმროების და რესტორნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმტანების და მზარეულების, დიასახლისების არარსებობის გამო მუშაობა უჭირთ.