"სითი ინსტიტუტის" დირექტორი და ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, მამუკა სალუქვაძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრობს. როგორც სალუქვაძემ "საქმიანი დილის" ეთერში თქვა, ყველა ელოდება ექსპერტიზის პასუხს, თუმცა სავარაუდოდ, სიმართლისგან შორს არ იქნება ის ვერსია, რომელიც გავრცელდა და საუბარია მუშების მიერ საყრდენი კედლის მოშლაზე.
„აქ ვაწყდებით გლობალურ პრობლემებს, რომელიც მნიშვნელოვანია ამ საკითხში. ჩვენს ქვეყანაში, საბინაო და საცხოვრისის პოლიტიკა არ არსებობს. იყო გარკვეული მონახაზები, თუმცა მერე დაემთხვა პანდემია და ბოლომდე ვერ მივიდა. საჭიროა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომელიც ამ საკითხის პრევენციას მოახდენს.
საჭიროა ასევე ინვენტარიზაცია - ვიცით კი ბათუმში ზუსტად ავარიული სახლების რაოდენობა? არ ვიცით. ესეც არ არის აღნუსხული თავიდან ბოლომდე. საჭიროა კონტროლის და მონიტორინგის სისტემა. მე მესმის ლიბერალიზმი - როცა ადამიანი თავის სახლში რაღაცას აკეთებს, მას არ სჭირდება თანხმობა, მაგრამ ის მაინც უნდა ხდებოდეს, რომ ადამიანმა მერიას მიმართოს და მიაწოდოს ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოს დონეზე, რომ ინსპექტირება მოახდინოს, მხოლოდ შესაძლო კანონდარღვევის აღმოფხვრისთვის“, - განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ამორტიზებული სახლების პრობლემები დგას არა მხოლოდ ბათუმში, არამედ სხვა ყველა ქალაქში საქართველოს მასშტაბით და ეს გამოსასწორებელია.
ამასთან, სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ზედმეტმა ლიბერალიზაციამ მოახდინა ის, რომ კონტროლის მექანიზმი პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა, რის შედეგადაც ვიღებთ იმ შედეგებს, რასაც ვიღებთ.
„ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ კორპუსებზე, თუმცა არანაკლებ რთული მდგომარეობაა ახალ კორპუსებთან მიმართებაშიც. უმძიმეს მდგომარეობაშია ისინიც, ბზარები აქვს უკვე და საუბარია 50-სართულიან კორპუსებზე და არა 4-5 სართულიანებზე. ამ შენობების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს თავად მოსახლეობის როლიც. ადამიანმა უნდა იცოდეს ელემენტარული, რომ საყრდენი კედლის გამოცლა გამოიწვევს საფრთხეს. როცა ბინას გამოაცლი კედელს, შესაძლოა მოხდეს ნგრევა“, - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
ის გამოსავლად მიიჩნევს, პირველ რიგში ავარიული სახლების ინვენტარიზაციას, კატეგორიებად დაყოფას და შემდგომ მათ კონტროლს.
შეგახსენებთ: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. მომხდარზე 3 პირია დაკავებული, დანგრეული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა. მუშები ბრალს არ აღიარებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება