27.აპრილი .2020 13:53

"ქვეყანაში ხორბლის მარაგის პრობლემა არ დგას" - მინისტრი რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვაზე

views 311
უკან

ქვეყანაში ხორბლის მარაგის პრობლემა არ დგას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოპულისტური და დილეტანტურია ოპოზიციური ძალების განცხადებები, რადგან მათ არ აქვს ინფორმაცია.

"გუშინ დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რისკს შეიცავს ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა მიიღო, რომ მათ მიერ გამოყოფილი კვოტა ამოწურულია და 1 ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები მარცვლეულის კულტურებთან, მათ შორის ხორბლის მოწოდებასთან დაკავშირებით. აქ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა არის შენარჩუნებული და ამაზე ქმედითი მექანიზმები მუშაობს. ფიზიკურად, ხორბლის არსებობის და მარაგების არსებობის კითხვის ნიშანი ქვეყანაში არ დგას, რადგან სამინისტრო ახორციელებს რუტინულ მონიტორინგს და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რაც საჭიროა მარაგების შესავსებად", - განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა