მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყნები ბავშვებივით ართმევენ ერთმანეთს ნიღბებს და დამცავ საშუალებებს" - თენგიზ ცერცვაძე

5e8c9bd9888d6
ინგა მურუსიძე
07.04.20 19:41
1002
მსოფლიოს ქვეყნები ბავშვებივით იქცევიან ნიღბების და დამცავი საშუალებების ერთმანეთისთვის წართმევაში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები ჰუმანიტარული დახმარებების საკითხში არ ჩარეულან, თუმცა იმედოვნებს, რომ მთავრობა ამას თავს გაართმევს.

„ჩვენ ჰუმანიტარული ტვირთის საკითხში არ ჩავრეულვართ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დიდი ალბათობით ჩაერივნენ. ისეთი ქვეყნები, როგორიც გერმანია და ამერიკაა, ითხოვენ მხარდაჭერას და დამცავი საშუალებების პარტიებს ართმევენ ერთმანეთს. ბავშვურად იქცევიან ამ ნიღბების და დამცავი საშუალებების ერთმანეთისთვის წართმევაში. საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ყველაფერი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატო-სგან და ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ თუ სხვა რამეს მოაბა თავი, ამასაც კარგად მოაბამს თავს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

2,500 საწოლი, 300 კარავი, 190,000 ნიღაბი - საქართველო NATO-ს დახმარებას სთხოვს