მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყნის გახსნის" მოთხოვნით, ხვალ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კანცელარიასთან აქციას გეგმავს

600c0f2761c90
ინგა მურუსიძე
23.01.21 15:46
890

ხვალ "ქვეყნის ეკონომიკის გახსნის" მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც bm.ge-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიდმა, ალექსანდრე გიორგიძემ უთხრა, რომ ხვალ შეიკრიბებიან ტურიზმის და არა მხოლოდ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, სასტუმროების, რესტორნების მფლობელები და ა.შ.

გიორგიძის თქმით, აქცია 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება და რა ფორმით გაგრძელდება, ამ გადაწყვეტილებას ადგილზე მიიღებენ.

გიორგიძის თქმით, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ყველა „სულელურ გადაწყვეტილებას, რომელსაც მთავრობა იღებს“.

„ხვალ ვიკრიბებით ყველა, არა მხოლოდ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. ეს იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია, მთავრობამ ჩვენი ხმა უნდა გაიგონოს, თუ არადა გავაგონებთ. დღე არ გავა, რაიმე სისულელე არ მოხდეს, ბოლო გადაწყვეტილებები ყველამ იცის, თებერვლიდან ფრენები აღდგება და გადაადგილება მარტიდანო - ტყუილია ყველაფერი. ვითხოვთ, რომ ქვეყანა გაიხსნას. ყველაფერი უნდა აღდგეს, თუნდაც რეგულაციების მკაცრი დაცვით“, - ამბობს გიორგიძე.

მისივე თქმით, შექმნილი კრიზისული ეკონომიკური ვითარების გამო, უკან დასახევი გზა აღარ არის და პროტესტი უნდა გამწვავდეს.

აქცია მთავრობის მიერ რიგი შეზღუდვების შემსუბუქების 1 მარტამდე გადავადებას უკავშირდება.