მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინო სივრცე 200 ადგილას გვაქვს გათვალისწინებული" - თამარ გაბუნია

5e57a01420190
ინგა მურუსიძე
27.02.20 15:22
1050
ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინო სივრცე 200 ადგილას გვაქვს გათვალისწინებული, - ამის შესახებ TV "პირველის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გეგმაშია ასევე დამატებით 200 ადგილის მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ყველა მათგანი გაფართოვდეს.

„საზღვის ჩაკეტვა არის ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური ზომა და კარგია, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე მივმართეთ ამ ზომას, რაც დაგვეხმარა იმაში, რომ დღეს გვაქვს მხოლოდ ერთი შემთხვევა და დაავადებას არ გაუჩნდა გავრცელების შესაძლებლობა. რაც შეეხება საიზოლაციო სივრცეებს, ჩვენ ვსაუბრობთ იზოლაციის ორ ფორმაზე, შესაძლებელია თვითიზოლაცია. მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური სამსახური შეაფასებს, რამდენად შეუძლია ადამიანს თავად უზრუნველყოს თავისი გარემო იმგვარად, რომ იყოს იზოლირებული ოჯახის წევრებისგან და საზოგადოებისგან, ვუშვებთ თვითიზოლაციის შესაძლებლობას. ამ პირობებში, კარანტინი რამდენიმე ადამიანმა გაიარა და ახლაც არის რამდენიმე ამ პირობებში. საკარანტინო სივრცე დღეს ქვეყანაში 200 ადგილას გვაქვს გათვალისწინებული და დღევანდელი მდგომარეობით, ისინი სრულად არ არის დატვირთული, მაგრამ ასევე გეგმაში გვაქვს დამატებით 200 ადგილის მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ეტაპობრივად გავაფართოოთ ყველა მათგანი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო წესები და პროტოკოლი მომზადებულია. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ერთი ფაქტი დადასტურდა.