მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა კეთდება ადგილობრივი ბიზნესისთვის? ძალიან ბევრი რამ"– "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი

5fc268fe4c5a8
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.20 22:00
1411
სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი კრიტიკოსებს პასუხობს, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისთვის ნაკლებად იღწვის, ვიდრე უცხოელებისთვის. როგორც მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “Forbes კვირაში” განაცხადა, უხოური ინვესტიციების წახალისების მექანიზმის Invest in Georgia–ს ბიუჯეტი არის დაახლოებით მილიონი ლარი, მთლიანად "აწარმოე საქართველოში" ბიუჯეტი კი 500 მილიონამდე.

“მგონი, აქედან კარგად ჩანს სახელმწიფოს დამოკიდებულება”,- აცხადებს ხიდურელი.

მისი თქმით, დღეს ადგილობრივ მეწარმეებს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები და არჩევანი აქვთ.

“ჩემი აზრით, სახელმწიფო პროგამების მენიუ არის ძალიან მდიდარი და უბრალოდ, საჭიროა ამ პროგამების კარგად შესწავლა, რისთვსიაც ყოველთვის მზად ვართ, რომ დაინტერესებულ პირებს დავეხმაროთ.

რა კეთდება ადგილობრივი ბიზნესისთვის? ძალიან ბევრი რამ კეთდება, ალბათ ორჯერ მეტი ბევრ ქვეყანაზე, რომლებიც ითვლება, რომ ბიზნესს ეხმარებიან”,– აცხადებს ხიდურელი.

როგორც მან გადაცემა “Forbes კვირაში” განაცხადა, დღეს სახელმწიფო პროგრამები საკმაოდ დიდ შესაძებლობას იძლევა და რამდენიმე პროგრამის ერთად გამოყენებაც შესაძლებელია.


“მინდა ვურჩიო ყველა მეწარმეს, რომელიც სოფლის მეურნაობაში ინვესტირებით არის დაინტერესებული. სოფლის მეურნეობაში უვე საგარანტიო მექანიზმითაც შევდივართ: ანუ გვაქვს "დანერგე მომავალის" პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ასევე აგროკრედიტის პროგრამა, რომელიც ამასთან ერთად შეგიძლია გამოიყენო, ამასთან ამ სესხის უზურნველყოფაში უკვე შემოდის სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

გადამამუშავებელი საწამოს მშენებლობის შემთხვევაშიც სუბსიდირებაში შემოდის სოფლის განვითარების სააგენტო, უზრუნველყოფაში შემოდის "აწარმოე საქართველოში". ანუ ფაქტობრივად მეწარმის მხრიდან უნდა მოხდეს სესხის აღება და ამ სესხზეც უზრუნველყოფის 90%–ის ჩადება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. თუ სესხის აღება არ ხდება მეწარმის მიერ, გვაქვს 30 ათას ლარიანი გრანტები, “ჯიტას” აქვს 100 ათას ლარიანი გრანტები”,– აცხადებს ის.