საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ "რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მას ყოველთვის საქართველოს სივრცის ნაწილად განიხილავს".
მან ამის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას თქვა.
"საქართველოს დიპლომატიური სამსახური ICAO -ში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით მჭიდროდ თანამშრომლობს ICAO -სთან სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სოხუმის აეროპორტის საკითხზე. აღნიშნულზე კანადაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან და ისინი კარგად იცნობენ საკითხს.
ICAO რომელიც გაეროს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს და ერთმნიშვნელოვნად იცავს და განიხილავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, შესაბამისად ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ორგანიზაციის მხრიდან, რომ რომელიმე ქვეყნის მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის რომელშიც აფხაზეთი შედის მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის შეცვლის ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმის საკითხს , რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს ICAO მას ყოველთვის საქართველოს სივრცის ნაწილად განიხილავს. ჩვენ ცხადია ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში მარტ-აპრილში რუსეთის ფედერაციასთან სამთავრობოთაშორისი შეთანხმების გაფორმებას ელიან, რამაც სოხუმში აეროპორტის მშენებლობის დაწყების შესაძლებლობა უნდა გააჩინოს - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი