08.მარტი .2020 09:30

"რაც არ უნდა ხელშეწყობა ჰქონდეთ მეწარმეებს, სხვადასხვა ბაზრების ათისება მათ უნარებზეა დამოკიდებული"

უკან

"ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის გაზრდისთვის ხარისხთან ერთად, კვალიფიციური თანამშროლების არსებობაც უმნიშვნელოვანესია" - ეს განცხადება ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ანი კვარაცხელიამ „საქმინი დილის“ ეთერში გააკეთა.

კვარაცხელია ამბობს, რომ აქტიური ექსპორტის მენეჯრების გარეშე სხვადასხვა ბაზრების ათვისება ვერ მოხერხდება.

"ყველაზე მეტ პროდუქციას ყიდიან ისინი, რომლებსაც ჰყავთ აქტიური დირექტორები ან ექსპორტის მენეჯერები. ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ უნარები გაყიდონ პროდუქცია სხვადასხვა ბაზრებზე.
ჩვენ რამდენი ძალისხმევაც არ უნდა დავხარჯოთ საკმარისი არ იქნება, თუკი მოლაპარაკებებს თვითონ არ წარმართავენ სწორად.

ევროკავშირში და ამერიკაში მაღალი კონკურენციაა და ჩვენ მათ უნდა გავუწიოთ კონკურენცია როგორც ხარისხის, ასევე თანამშრომლობის კუთხით. პოტენციალი გვაქვს, თუმცა არის ბევრი პრობლემა რომელიც მეწარემების კუთხით დასახვეწია და მათი მეტი ჩართულობა აუცილებელია. რაც არ უნდა ხელშეწყობა ჰქონდეთ მათ, სხვადასხვა ბაზრების ათისება მათ უნარებზეა დამოკიდებული.“ - განაცხადა კვარაცხელიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა