მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც ახლა ხდება, ეს ტურიზმი არაა" - საბა კიკნაძე რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე

632eb723f2ef1
მარიამ იზორია
24.09.22 13:17
1273
უნდა გააჩნდეს თუ არა სახელმწიფოს პოზიცია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ მიგრაციაზე? – BMGDRIVE-ს ამ შეკითხვას Caucasus Travel-ის დამფუძნებელი პასუხობს.

საბა კიკნაძის განმარტებით, ეს ის შემთხვევაა, როცა "პოლიტიკოსები ტურიზმს ვეღარ ამოეფარებიან", რადგან იმ ხალხს, ვინც ახლა რუსეთიდან შემოდის, ტურისტული ინტერესი არ აქვთ და ქვეყანაში გრძელვადიან ცხოვრებას განიხილავენ. მისივე თქმით, ამ ვითარებაში სავიზო რეჟიმის დაწესება ლეგიტიმური გამოსავალი იქნება.

„რუსეთის მოქალაქეები გაურბიან არა რუსეთის ხელისუფლებას, არამედ მათ მიერ შექმნილ პრობლემებს. ომში მოხვედრა/არ მოხვედრის საკითხს. ეს ტურიზმის ინდუსტრიას არაფერს შესძენს, რა თქმა უნდა, გაიზრდება მოთხოვნა დროებით უძრავ ქონებაზე, ასევე დროებით სასტუმროებში განთავსებაზე, თუმცა საბოლოოდ რუსეთის მოქალაქეები შეეცდებიან აქ კარგად მოეწყონ.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფო პოზიცია უნდა გვქონდეს. სავიზო რეჟიმი იყო უნივერსალური, ლოგიკური და ლეგიტიმური გამოსავალი. ყველა ქვეყანას აქვს ეს... ნორმალურია სავიზო რეჟიმი გქონდეს. თუ ტურიზმის ინდუსტრიაში შემოსულ ბენეფიტებზე ვისაუბრებთ, ეს ზაფხულში იყო. მივიღეთ და გვეყოფა და რაც ახლა ხდება ხომ ვიცით, რომ ეს არ არის ტურიზმი. რუსეთის მოქალაქეები აქ დასახლდებიან და ამას ტურიზმთან კავშირი არ აქვს. ეს უკვე პოლიტიკაა“, - აღნიშნავს საბა კიკნაძე.