მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში დამსვენებლების რაოდენობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე განთავსების ადგილები" – საოჯახო სასტუმრო

5f4e7d4c66115
მარიამ ადამია
01.09.20 22:25
2306
„წინა წლებთან შედარებით, წელს რაჭას გაცილებით მეტი დამსვენებელი ჰყავდა და მათი უმრავლესობა იყო ქართველი“, - ამის შესახებ, Bm.ge-სთან საოჯახო სასტუმრო „ვუდსაიდ ჯორჯიას“ მფლობელმა ნინია ხუციშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, ერთადერთი რაც პანდემიის შედეგად აისახა რაჭაზე, ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაკლებობა, ხოლო თავად სტუმრების სიმცირეს კურორტი არ უჩივის.

„წელს იმდენი ადამიანი ჩამოვიდა დასასვენებლად, რომ მაგალითად გართულდა დღის მანძილზე გზებზე გადაადგილება გადატვირთულობის გამო, ასევე რთულია პარკირება. ხალხის სიმრავლე სხვადასხვა აქტივობებმა განაპირობა, მათ შორის იყო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, დაიგეგმა ტურისტული მარშრუტები და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ მოთხოვნა უფრო მეტი იყო, ვიდრე განთავსების ობიექტების რაოდენობა“,- განაცხადა ნინია ხუციშვილმა.

მისივე თქმით, გესთჰაუსი სრულად დაჯავშნილი იყო აგვისტოში და მოთხოვნა მუდმივად შემოდიოდა, რომელსაც ვერ პასუხობდნენ შესაბამისად, ამ პრობლემის აღმოსაფრხველად კი, მიმდინარე წელს საოჯახო სასტუმრო „ვუდსაიდ ჯორჯია“ გეგმავს გაფართოვებას და კოტეჯების განთავსებას ამბროლაურში. ასევე საოჯახო სასტუმროში ანალოგიურ დატვირთვას ელოდებიან ზამთრის პერიოდშიც.