მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაღაცა მითხარით ისეთი და რაც შესაძლებელი იქნება, გავაკეთებ" - პრემიერი ფერმერებს

5ee08b3600366
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.20 11:45
1252
"რაღაცა მითხარით ისეთი, რომ ახლა წავალ და რასაც შესაძლებელი იქნება გავაკეთებ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა შიდა ქართლში რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სოფლი დახმარების პაკეტი არის ის რესურსი, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია. გიორგი გახარიამ მოუწოდა ფერმერებს, რომ თუ რაიმე დამატებითი მოთხოვნა ექნებათ, უთხრან.

მან შეხვედრაზე მხარდაჭერის ის მექანიზმები ჩამოთვალა, რომელიც სოფლის მეურნეობის პაკეტში არის გათვლილი. „ძალიან კარგად მესმის, რომ შეიძლება 300 მლნ კი არა, 600 მლნ გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ, მაგრამ ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ჰა-ზე 200 ლარიანი ვაუჩერი უკვე 27,000 ფერმერმა მიიღო.

"ერთ შეხვედრაზე ერთმა ფერმერმა მითხრა, რომ წვეთოვანი სისტემის დაყენებას რომ მიფინანსებთ, ჭაბურღილიც დამიფინანსეთო... და ჩვენ გავაკეთეთ. ადამიანს, რომელსაც ბაღები აქვს გაშენებული და სარწყავი არ აქვს, რად უნდა იმას წვეთოვანი, თუ ჭაბურღილი არ აქვს?! ამისთვის ვართ შეკრებილები... ეს გვინდა ახლა თქვენგანაც... სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი - ვაიმე მომეხმარეთ და ვაიმე რა ვქნა, ტურისტი როდის ჩამოვა, სახელმწიფოვ გამიუქმე ყველა გადასახადი და ა.შ.

ახლა რაღაცა მითხარით ისეთი, რომ ახლა წავალ და რაც შესაძლებელი იქნება, გავაკეთებ. მითხარით, კიდევ რაღაც დახმარება თუ გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს სეზონი გადავატაროთ... 2021 წელს უფრო ძლიერად უნდა შევხვდეთ ეკონომიკურად და ამისთვისაც თუ შემიძლია ეფექტური ნაბიჯები გადავდგა, მითხარით, რაც რეალისტური იქნება და არა რაღაც ისეთი, რომ გამიუქმე გადასახადები“, - მიმართა პრემიერმა ფერმერებს.