14.აპრილი .2016 12:43

"რაკია საქართველო" შერატონის რენოვაციაზე 40 მილიონ დოლარს დახარჯავს

views 1597
უკან

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" რენოვაცია, რომელიც ინვესტორმა კომპანიამ 2013 წელს დაიწყო, ოფიციალურად 2016 წლის ბოლოს დასრულდება.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" "რაკია საქართველოში" განუცხადეს, ამ ეტაპზე სასტუმროს გარე ფასადის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. ამავდროულად გამოცხადებულია ტენდერი სასტუმროს კეთილმოწყობასა და შიდა სამუშაოებზე.

სასტუმროს სრულმასშტაბიანი რეკონსტრიქციისთვის 20-25 მილიონი დოლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, სასტუმროს რენოვაციის პროექტის ღირებულება შეიცვალა და ის 40 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმროს ოფიციალური გახსნა 2016 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

სასტუმროს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ფიტნეს და სპა სივრცეები, აფრეთვე ახალი რესტორნები, ბარები და ლაუნჯები.დაგეგმილია ასევე სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახების სრული რეკონფიგურაცია და სასტუმროს გახსნის შემდეგ მომხმარებლები 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრით სარგებლობას შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა